aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 პოლიტიკა: გოგოლაშვილი: ნიკარაგუა და ვენესუელა იქ დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აფხაზეთის აღიარებას უარყოფს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
პოლიტოლოგის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, იმ სახელმწიფოების მთავრობები, რომლებმაც თავის დროზე აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, ავტორიტატული რეჟიმების რიცხვს განეკუთვნება. როდესაც ამ ქვეყნებში დემოკრატიული მმართველები მოვლენ, ისინი, ვანუატუს მსგავსად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების ანულირებას მოახდენენ.



როგორც პოლიტოლოგმა "მედიანიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ განცხადების ან გადაწყვეტილების უკან გამოხმობა დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩვეულებრივი მოვლენაა.


„ეს ხელისუფლებები, რომლებიც დღეს იმავე ვენესუელასა და ნიკარაგუაში მართავენ, სწორედ იმიტომ არიან რუსეთის პარტნიორები, რომ წარმოადგენენ ავტორიტატულ, ნეოპოპულისტურ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმებს. როდესაც ამ ქვეყნებში პროგრესი იმ დონეს მიაღწევს, რომ ავტორიტატული ხელისუფლებები საზოგადოების მხარდაჭერასა და ძალაუფლებას დაკარგავენ, ცხადია, ახალი დემოკრატიული მთავრობა ამ უკანონო აღიარებას უკან მოიხმობს და აღნიშნული ქართული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ანულირებას მოახდენს. საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში არსებობს განცხადების უკან გამოხმობისა და გადაწყვეტილების ანულირების პროცედურები - ეს სავსებით დაშვებულია. ხშირად ისე ხდება, რომ ქვეყნები ერთმანეთთან წყვეტენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, შემდეგ კი კვლავ ამყარებენ, რამდენადაც იცვლება მთავრობები და გარე პრიორიტეტები“, - განაცხადა პოლიტილოგმა და დაამატა, რომ „აშშ-მ, თავის დროზე, აღიარა ტაივანი დამოუკიდებელ რესპუბლიკად, შემდეგ კი, რამდენადაც მახსოვს, უკან წაიღო ეს აღიარება. კვიპროსის მიმართ თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ დღევანდელი თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსს დამოუკიდებლად არ მიიჩნევს“.


შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ვანუატუს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ედვარდ ნატაპეიმ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ წინა ხელისუფლებების გადაწყვეტილების ანულირება მოახდინა და თავის წარმომადგენელს გაეროში საქართველოსთან ურთიერთობების დამყარება დაავალა.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2636.html
განათავსა - Drakula | 21 ივნ. 2011, 09:46 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: გოგოლაშვილი: ნიკარაგუა და ვენესუელა იქ დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აფხაზეთის აღიარებას უარყოფს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 ნოემბერი 2024
  • English Georgian