პოლიტიკა: სხეტინა: ევროკავშირში თავმჯდომარეობის დროს საქართველო პოლონეთისთვის პრიორიტეტი გახდება | საქართველოს ამბები | ||
ევროკავშირში თავმჯდომარეობის დროს საქართველო პოლონეთისთვის პრიორიტეტი გახდება, განაცხადა დღეს, 20 ივნისს პოლონური სეიმის თავმჯდომარემ გჟეგოშ სხეტინამ თავის ქართველ კოლეგასთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. „ჩვენ საქართველოში ვიზიტის განხორციელება გვინდოდა მანამ, სანამ პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარის უფლებამოსილებებში შევიდოდა, ვინაიდან აღმოსავლური პარტნიორობისა და იმ ქვეყნების საკითხი, რომლებსაც ამ ორგანიზაციის წევრებად გახდომა სურთ, ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება. სექტემბერში ორი შეხვედრა გაიმართება - ეს იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრა, რომლებზეც საქართველოს პოზიცია ძალიან კარგად იქნება გამოხატული“, - განაცხადა სხეტინამ. პოლონური სეიმის მეთაურმა სამძიმარი მოუხადა საქართველოს იმ მოქალაქეთა ოჯახებს, რომლებიც სტიქიური უბედურების დროს დაიღუპნენ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2634.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 ივნ. 2011, 21:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.