პოლიტიკა: საქართველო ინდექსში "Failed States 2011" 47-ე ადგილზეა | საქართველოს ამბები | ||
საქართველომ ამერიკის მსოფლიოს ფონდისა და ჟურნალ "Foreign Policy"-ის მიერ გამოაქვეყნებულ ინდექსში "Failed Stated Index 2011" 47-ე ადგილი დაიკავა. ინდექსი "Failed Stated Index 2011" ხელისუფლებების მიერ ტერიტორიის მთლიანობის, ასევე ქვეყანაში დემოგრაფიული, პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის გაკონტროლების უუნარობის დონეს აფასებს. ის, რომ საქართველომ 177 ქვეყანას შორის შედარებით დაბალი ადგილი დაიკავა, ქვეყანაში კონფლიქტური რეგიონების არსებობით არის განპირობებული. ამიერკავკასიაში საუკეთესო მაჩვენებელი სომხეთს აქვს, რომელიც 101-ე ადგილზეა. აზერბაიჯანი 63-ე ადგილზე აღმოჩნდა. მსოფლიოს ყველაზე ქმედითუუნარო ქვეყნად, ისევე როგორც 2010 წელს, აღიარეს სომალი (პირველი ადგილი). მას მოსდევთ ჩადი და სუდანი. ყველაზე მდგრადი და ეფექტურია ფინეთი - 177-ე ადგილი. აშშ 158-ე ადგილზე იმყოფება. იაპონია 164-ე ადგილზეა, ხოლო გერმანია - 162-ზე. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს, ყველაზე ცუდი პოზიცია უკაცია ყირგიზეთს - 31-ე ადგილი. რუსეთი 82-ე პოზიციაზეა. ლიტვა 149-ე ადგილზეა, ესტონეთი - 140-ზე, ლატვია - 135-ზე, ბელარუსი - 83-ზე, ყაზახეთი - 107-ზე, უკრაინა - 110-ზე. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2633.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 ივნ. 2011, 21:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.