პოლიტიკა: დიმიტრი მედვედევი: რუსეთს საქართველოში ომი არ დაუწყია | საქართველოს ამბები | ||
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალ Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში ომი რუსეთს არ გაუჩაღია, იუწყება “GHN“. „მაგრამ თქვენ იცით ჩვენი თვალსაზრისი. ეს ჩვენ არ დაგვიწყია, ეს მათ გააჩაღეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ ასეთ სიტუაციაში მაინც ნაპოვნი იქნა ოპტიმალური გადაწყვეტილება. მე ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ“, - ხაზი გაუსვა მედვედევმა და დაამატა, რომ „ძალიან სწორი იქნებოდა მომხდარი სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება“. „შეიარაღებული კონფლიქტით გამოცდა ყოველთვის ყველაზე სერიოზული გამოცდაა სახელმწიფოს ხელმძღვანელისათვის. ის, ვისაც ეს არ გაუვლია, საერთო ჯამში, ბედნიერი ადამიანია, მე ძალიან მშურს“, - ასევე აღნიშნა რუსეთის მეთაურმა. მედვედევმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის ქმედებებმა, ერთი მხრივ, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვის და, მეორე მხრივ, „ფორსირებული კონფლიქტის დაუშვებლობის“ საშუალება მისცა. „ის იყო, მაგრამ იყო მოკლე და იმდენად არსებითი შედეგები არ ჰქონია, როგორიც ასეთ კოფლიქტს შეიძლება ჰქონდეს“, - თქვა რუსეთს პრეზიდენტმა, გადმოსცემს osinform.ru. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2632.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 ივნ. 2011, 17:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.