aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 პოლიტიკა: საქართველოს მოსახლეობას „გაუმჯობესებული მიშა“ სურს - უგულავა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქართული ოპოზიცია მოსახლეობას ანტი-მიშას სთავაზობს, ხალხს კი გაუმჯობესებული მიშა სურს, - განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ გაზეთ „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლატვიაში თავისი ვიზიტის დროს.



გაზეთის კორესპონდენტი დაინტერესდა, როგორ აფასებს გიგი უგულავა თავის შანსებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მას ხომ ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ შესაძლო პრეტენდენტად ასახელებენ.


„ამის თაობაზე სხვადასხვა სპეკულაციები არსებობს, მაგრამ საკითხი იმაზე, თუ ვის გაიყვანს პარტია „ეროვნული მოძრაობა“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ღიაა. ამის შესახებ პროგნოზების გაკეთება ჯერ ადრეა. ჩვენთვის - ჩემთვის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის სხვა ლიდერებისთვის - უფრო მნიშვნელოვნი ის კი არ არის, სად ვიქნებით 2013-2014 წლებში, არამედ ის, თუ რა ბედი ეწევა სახელმწიფოს. ჩვენი პარტიის საქმიანობას ამჟამად მოსახლეობის 75-78% იწონებს“, - განაცხადა უგულავამ.


„ხალხისთვის აუცილებელია გაგრძელება იმ კურსისა, რომელიც აღებულ იქნა მიხეილ სააკაშვილის, ან როგორც ჩვენთან ეძახიან, მიშას დროს. და სწორედ ამაშია ჩვენი ოპოზიციის მთავარი შეცდომა. იგი ანტი-მიშას სთავაზობს, ხალხს კი გაუმჯობესებული მიშა სურს“, - აღნიშნა მან.


მისი თქმით, საქართველოში ოპოზიცია „ძალზედ ფართოა“, მაგრამ „ხმაურობს“ მისი ის ნაწილი, რომელსაც, სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემებით, მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის თითქმის ნულოვანი დონე აქვს.


„ხუთივე დღის განმავლობაში, როდესაც თბილისში ოპოზიციის მიტინგები ტარდებოდა, ყველა მოვლენას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი ტელევიზია აშუქებდა. ჩვენ ასევე მომიტინგეებს ქუჩების დაბლოკვის შესაძლებლობას ვაძლევდით. თბილისის მერიამ გააკეთა ყველაფერი შესაძლებელი, რათა მათ საკუთარი აზრი გამოეხატათ. მაგრამ როდესაც ამ ქმედებებმა ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი ხასიათი მიიღო, მოხდა ის, რაც მოხდა“, - აღნიშნა უგულავამ.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2630.html
განათავსა - Drakula | 20 ივნ. 2011, 17:53 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: საქართველოს მოსახლეობას „გაუმჯობესებული მიშა“ სურს - უგულავა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 ნოემბერი 2024
  • English Georgian