პოლიტიკა: დავით ბაქრაძე: რუსეთს საქართველოს წარმატებები აღიზიანებს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „მიუხედავად სირთულეებისა და რუსული ოკუპაციისა, საქართველოში მრავალი რამ გაკეთდა. ჩვენ გვსურს წარმატებულები ვიყოთ და სწორედ ეს აღიზიანებს რუსეთს და იგი შიდა დესტაბილიზაციის განხორციელებას ცდილობს“, - თქვა ბარაძემ ტელეარხ „ალ ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მან აღნიშნა, რომ 10 წლის წინ საქართველო იყო „შესწავლის ობიექტი“ კორუფციის თვალსაზრისით, ამჟამად კი, „ტრასფერენს ინთერნეიშენალის“ თანახმად, საქართველო მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის მიხედვით #1 ქვეყანაა. „ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელმაც წარმატებული გარდაქმნა შეძლო. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ წარუმატებლად მიიჩნეოდა, დღეს კი მსოფლიო ბანკმა ჩვენ #1 რეფორმატორ ქვეყნად გვაღიარა“, - თქვა ბაქრაძემ. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მოსახლეობა სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ენდობოდა, ახლა კი მოსახლეობის 87% ენდობა პოლიციასა და ჯარს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2626.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 ივნ. 2011, 17:40 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.