შოუ-ბიზნესი: 19-25 ივლისს ბათუმში ლეგენდარული ჯაზის შემსრულებლები გამოვლენ | საქართველოს ამბები | ||
ლეგენდარული ჯაზის შემსრულებლები და ჯაზის მოყვარულები წელს ბათუმში შეიკრიბებიან. რიგით მეხუთე Black Sea Jazz Festivalბათუმში 19-დან 25 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. 6 დღის განმავლობაში ოთხ სცენაზე 11 ქვეყნის 150-მდე მუსიკოსი და 21 ბენდი წარსდგება. კონცერტები შემდეგ მოედნებზე გაიმართება: პიაცას მოედანი, ევროპის მოედანი და ძველი ბულვარი. წელს ჯაზის მოყვარულთათვის უფასო კონცერტებთან ერთად უფასო კონცერტებიც მოეწყობა. ყველაფერი 17 ივლისს ფესტივალის მონაწილეთა ჩამოსვლით დაიწყება. მათი ნაწილი ბათუმის აეროპორტში ჩამოვა, ხოლო ნაწილი - თურქეთის ტრაპიზონში. სასტუმროთა მიღებისა და მათი განსაკუთრებული მოთხოვნების შესასრულებლად უკვე მზად არიან შერატონის სასტუმროში. 17-24 ივლისისთვის ამ სასტუმროში თითქმის ყველა ნომერი წინასწარ არის დაჯავშნილი. სტუმართა სუპერვარსკვლავების სტატუსის გათვალისწინებითა და უსაფრთხოების მიზნით, იმ ოთახების ნომრები, რომლებშიც მეგავარსკვლავები იცხოვრებენ, გასაიდუმლოებულია. ორგანიზატირები 18-26 ივლისისთვის მრავალი ქართველი და უცხოელი მელომანის ჩამოსვლას ელოდება. კონცერტებზე თითქმის ყველა ბილეთია გაყიდული და დაჯავშნულია სასტუმროები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2625.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივნ. 2011, 21:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.