გარემო: გადაუღებელმა წვიმებმა ალავერდის მონასტერს დიდი ზიანი მიაყენა | საქართველოს ამბები | ||
გადაუღებელი წვიმების შედეგად ახმეტის რაიონში ალავერდის მონასტერი დაიტბორა. როგორც კახეთის ინფრომაციული ცენტრს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა კობა მაისურაძემ განუცხადა, წყალმა მონასტერის კედლები დატბორა, მთლიანადაა განადგურებული მონასტრის გარე ფასადი. "ღვარცოფი გუშინ, 10 საათზე დაიწყო. ალავერდის მონასტრამდე მისვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. დატბორილია კედლები. მონასტერს დიდი ზიანი მიადგა. ასევე, დატბორილია სახლების პირველი სართულები სოფელ ალავერდსა და ოჟიოში, ასევე დატბორილია სამეურნეო ნაკვეთებიც"-განაცხადა მაისურაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2610.html
| |||
განათავსა - consul | 17 ივნ. 2011, 19:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.