ეს საინტერესოა: წელს საქართველოში 13 432 ქორწინება იქნა დარეგისტრურებული | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ქორწინებათა რაოდენობა მატულობს. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, წელს საქართველოში 13 432 წყვილი დაქორწინდა. ამასთან ერთად,წლის პირველ თვეში–იანვარში ყველზე მეტი – 2 655 ქორწინების შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული. მექორწინეებს შორის ყველაზე დიდ ინტერეს სიღნაღის საქორწინო სახლი იწვევს (კახეთის რეგიონი, აღმოსავლეთ საქართველო), რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ის ქალაქის ახალ გარემონტებულ ნაწილშია განთავსებული და საქართველოში სიღნაღს "სიყვარულის ქალაქს"უწოდებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 152–მა წყვილმა ქორწინების დარეგისტრირების სურვილი შუა ღამისას გამოთქვეს, ხოლო ერთი წყვილი 06:00 საათზე დაქორწინდა. როგორც ადგილობრივები საუბრობენ, სიღნაღის ჰაერი წყვილებს ათრობს და შუა ღამისას ქორწინებისათვის "ამწიფებს". საქართველოში 2005 წელს ქორწინების 18 141 შემთხვევა იქნა დაფიქსირეული. 2006 წელს–21876, 200–ში - 25 925, 2008 წელს- 31 310, 2009 - 31 319, ხოლო 2010წელს კი 31 464. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2606.html
| |||
განათავსა - consul | 16 ივნ. 2011, 18:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.