პოლიტიკა: პრეზიდენტს თანამდებობის პირებისათვის დაცვის ჩამორთმევის უფელება ექნება | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() დაცვის დანიშვნა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების ნაწილს კანონით აქვს გარანტირებული. დანარჩენს პირებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს და მთავრობის სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს მათი მოვალეობის შესრულებისას, ასევე მათი ოჯახის წევრებს, დაცვა შეიძლება დაუნიშნოს პრეზიდენტმა. კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტს ეძლება უფლება მათ დაცვა ჩამოართვას. პრეზიდენტის ეს უფლება ვრცელდება როგორც საქართველოში მყოფ მაღალი თანამდებობის მქონე უცხოელ პირებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელეზე და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებზე. აღსანიშნავია, რომ დაწესებულებების სიაში, რომელის თანამშრომლებისთვის დაცვის დანიშვნა და ჩამორთმევა პრეზიდენტს შეუძლია, კონტროლის პალატა არ შედის. კანონპროექტის ავტორი სახელმწიფო დაცვის სამსახურია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2602.html
| |||
განათავსა - consul | 16 ივნ. 2011, 17:31 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.