ეკონომიკა: 2015 წლისთვის საქართველოში 5 მილიონი ტურისტი ჩამოვა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ეკონიმიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით,მიმდინარე წლის მაისში საქართველოს უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი ესტუმრა. ამის შესახებ ქობალიამ ქვეყნის სასტუმროების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ფინანსთა მინისტრთან კახა ბაინდურაშვილთან ერთად განაცხადა. ქობალიას პროგნოზით, წელს საქართველოში 3 მილიონი ტურისტის ჩამოსვლაა მოსალოდნელი, ხოლო 2015 წლისათვის კი 5 მილიონი ტურისტის ჩამოსვლა იგეგმება. "ამ შეხვედრით ჩვენ გვსურს გავიგოთ, რა არის გასაკეთებელი, რომ დავეხმაროთ ბიზნეს და დროულად მოვემზადოთ ტურისტული სეზონისთვის."–განაცხადა ქობალიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში საზაფხულო სეზონი საზეიმოდ 11 ივნისს გაიხსნა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2601.html
| |||
განათავსა - consul | 15 ივნ. 2011, 19:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.