პოლიტიკა: საქართველომ და სურინმა პოლიტიკური კონსულტაციები ჩაატარეს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს და სურინამის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფრომაციის თანახმად, კონსულტაციების ჩატარების მიზნით სურინამის დედაქალაქმა პარამარიბომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია მიიღო. ვიზიტის ფარგლებში ჯალაღანია სურინამას საგარეო საქმეთა მინისტრს უინსტონ ლეკინოს შეხვდა. სურინამის მხარეს კონსულტაციებს შსს–ს მუდმივი მდივანი რობი რამლახანი ხელმძღვანელობდა . მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხები. ასევე, ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა სურინამის სავაჭრო–სამრეწველო პალატაში ჩაატარა, სადაც განხილული იქნა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივები. სურინამის მხარემ საქართველოს CCI–სთან და ქართველ ბიზნესმენებთან ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2598.html
| |||
განათავსა - consul | 15 ივნ. 2011, 19:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.