მეცნიერება-ტექნოლოგიები: სპეციალისტებმა Facebook-ის ღირებულება შეაფასეს | მსოფლიოს ამბები | ||
IPO-ს (აქციების პირველადი განთავსება) მოლოდინში სოციალურ ქსელ Facebook-ის ღირებულება შეიძლება 100 მილიარდზე მეტ დოლარად შეფასდეს. ამის შესახებ იტყობინება CNBC დაუსახელებელ წყაროებზე მინიშნებით. ბირჟაზე Facebook-ის გასვლა შეიძლება 2012 წლის პირველ კვარტალში მოხდეს. ამასთან ერთად, Point View Financial-ის უფროსმა საინვესტიციო ანალიტიკოსმა დევით დიტცმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, Facebook-ის უფრო სამართლიანი ფასი დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. კერძოდ, დიტცემ შეახსენა იმაზე, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა რიცხვის ზრდა შენელდა, ასე რომ „არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ Facebook მომავალშიც იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც წარსულში“. 2011 წლის დასაწყისში ბანკი Goldman Sachsაფასებდა Facebook-ს 50 მილიარდ დოლარად. შემდგომში კომპანიის შეფასება, სულ ცოტა, ორჯერ იზრდებოდა. მარტში ინვესტფონდ General Atlantic-მა Facebook-ის აქციების 0.1 პროცენტი შეიძინა და მთლიანი კომპანია 65 მილიარდ დოლარად შეაფასა, ხოლო რუსული ბანკ „Открытие“-ს ანალიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ სოციალური ქსელის ღირებულება 76.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. როგორც CNBCაღნიშნავს, Facebook-ის IPO ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელია 2004 წელს Google-ის განთავსების შემდეგ. ამასთან, საქმიანი მასმედიის საშუალებები აღნიშნავდნენ ინვესტორთა მაღალ ინტერესს ინტერნეტ-კომპანიების მიმართ, განსაკუთრებით „იანდექსისა“ და სოციალურ ქსელ LinkedIn-ის ამასწინდელი წარმატებული IPO-ბის შემდეგ. Facebookმსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია. ივნისის დასაწყისში ქსელის აქტიური მომხმარებლების რიცხვი 680 მილიონს აჭარბებდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2592.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ივნ. 2011, 19:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.