საზოგადოება: საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებთან აქციების ჩატარებას აკრძალავენ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს სახელწიფო დაწესებულებებიდან 20 მეტრის რადიუსში აქციებისა და მანიფესტაციების ჩატარება კვლავ აკრძალულია. შესაბამისი ცვლილებები შეტანილი იქნება კანონში „კრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ. შეგახსენებთ, რომ მანამდე კონსტიტუციურმა სასამართლომ არასწორად აღიარა საკანონდებლო გადაწყვეტილება აქციების ჩატარების შესახებ, რომლის თანახამადაც არკძალული იყო მანიფესტაციების ჩატარება პარლამენტიდან, პრეზიდენტის რეზიდენციიდან, პროკურატურიდან, პოლიციიდან, ციხეებიდან, სამხედრო ნაწილებიდან და ობიექტებიდან, სარკინიგზო სადგურებიდან, აეროპორტებიდან, საავადმყოფოებიდან, დიპლომატიური დაწესებულებებიდან და სხვა ობიექტებიდან 20 მეტრის რადიუსში. მაგრამ ახლა დეპუტატებმა კვლავ მისცეს ხმა აქციების ჩატარების აკრძალვას საქართველოს კონსტიტუციური სასამართლოდან, საერთო სასამართლოდან, პროკურატურიდან, პოლიციიდან, ციხეებიდან, სარკინიგზო სადგურებიდან, აეროპორტებიდან და პორტებიდან 20 მეტრის რადიუსში. სამხედრო ნაწილებთან და ობიექტებთან აქციების ჩატარება 100 მეტრის რადიუსშია აკრძალული. ამას გარდა, ახალი რეგულაციის თანახმად, შემოღებული იქნება სრული აკრძალვა აქციების ჩატარებაზე ავტომაგისტრალებზე და რკინიგზის ბლოკირებაზე. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2591.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ივნ. 2011, 19:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.