პოლიტიკა: პაატა ზაქარეიშვილი: ჟენევის მოლაპარაკებებიდან საქართველოს გამოსვლა დაუშვებელია | საქართველოს ამბები | ||
ქართული მხარის მიერ მოსკოვის მისამართით წაყენებული ულტიმატუმი ჟენევის მოლაპარაკებებიდან გამოსვლის თაობაზე დაუშვებელია, მიაჩნია ქართველ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, იუწყება “GHN“. „ეს სრულიად დაუშვებელია. იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზაციაში რუსეთის დანაშაული დავამტკიცოთ, საუკეთესო ფორმატი სწორედ ჟენევის მოლაპარაკებებია, ვინაიდან მანდ წარმოდგენილია აშშ, ევროკავშირი და გაერო. საქართველოს ლეგიტიმური უფლება აქვს, ჟენევის ფორმატისაგან ამ საქმეების გამოძიება მოითხოვოს და არ დაიმუქროს მოლაპარაკებებიდან გამოსვლით. ჩემთვის გაურკვეველია, რატომ არ უნდა ქართულ მხარეს ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატის შემუშავება“, - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა სააგენტო „GHN“-თან საუბრისას. მისი თქმით, საჭირო არაა რუსეთთან ულტიმატუმის ენაზე საუბარი, არამედ საჭიროა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გამოყენება. „გაურკვეველია ისიც, რომ ქართულმა მხარემ ასაფეთქებელი საშუალება გაანადგურა და თუ გამოძიება მოისურვებს, ვეღარ დაადგენს იმას, თუ სად იქნა დამზადებული იგი. მთელი ბრალდება მხოლოდ ბრალდებლის აღიარებით ჩვენებაზეა აგებული, რაც, თავის, მხრივ, ნდობას არ იმსახურებას, რამდენადაც იგი შესაძლოა იტყუებოდეს, სხვა დამნაშავეებს ფარავდეს და ბრალს საკუთარ თავზე იღებდეს. ეს საჭიროებს გამოძიებას, გამოძიება კი - ურთიერთობას ორივე მხარესთან, რისი გაკეთებაც ჟენევის ფორმატს შეუძლია. ასე რომ, ჩვენ რუსეთთან არა ულტიმატუმის ენაზე უნდა ვისაუბროთ, არამედ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ეს ფორმატი“, - თქვა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ წამოაყენა ულტიმატუმი და დაიმუქრა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია საქართველოში ტერაქტების ორგანიზაციას გააგრძელებს, მაშინ თბილისი ჟენევის მოლაპარაკებებიდან გამოვა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2590.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 ივნ. 2011, 19:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.