aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 ეკონომიკა: სებ: 2010 წელს საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ გამოვიდა რეცესიიდან, არამედ ზრდისტენდენციაცარისნავარ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2010 წელს საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ გამოვიდა რეცესიიდან, არამედ კრიზისამდელი პერიოდის დონეზე ზრდის ტენდენციაც არის ნავარაუდევი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ანგარიშში.



სებ-ის მონაცემებით, მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 6.4 პროცენტი შეადგინა.


ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნული იყო რბილი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა 2009 წელს, რომლის ეკონომიკაზე ზეგავლენაც 2009 წლის მეოთხე კვარტალში აისახა და რომელმაც 2010 წელს საგრძნობი შედეგი მოიტანა.


„2010 წლის მეოთხე კვარტალში რეალური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რომელმაც 8.7 პროცენტი შეადგინა. მეორე მხრივ, მშპ-ზე ზეგავლენის მომხდენი სეზონური ეფექტის გამორიცხვის შედეგად, წინა წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ადგილი ჰქონდა რეალური ზრდის უმნიშვნელო (ერთი პროცენტით) შემცირებას. დანარჩენ კვარტლებში მშპ საკმაოდ ინტენსიურად, 2-3 პროცენტით იზრდებოდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.


ბანკის მონაცემებით, 2010 წელს ნომინალური მშპ, წინა წელთან შედარებით, 15.6 პროცენტით გაიზარდა, რასაც 2009 წელს 5.7 პროცენტით შემცირება უსწრებდა წინ.


საანგარიშო წელს მშპ-ის დეფლატორი, წინა წელთან შედარებით, 8.7 პროცენტით გაიზარდა. როგორც მშპ-ის დინამიკის სექტორული ანალიზიდან ჩანს, 2010 წელს ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი წვლილი ისეთმა დარგებმა შეიტანა, რომლებიც 2009 წელს ეკონომიკურ ზრდაში უარყოფითი წვლილით გამოირჩეოდა. კერძოდ, ეს არის ვაჭრობა, გადამამუშავებელი მრეწველობა და სამშენებლო სექტორი.


ამას გარდა, საჭიროა აღნიშნოს ტრანსპორტისა და ფინანსების სფეროების არსებითი ზრდა (13.1 და 14.7 პროცენტი, შესაბამისად) და მათი არსებითი წვლილი მშპ-ის ზრდაში (0.8 და 0.4 პროცენტი, შესაბამისად).


საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტი (23.5 პროცენტით), რაც, როგორც ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის ფასების ზრდით იყო განპირობებული.


მთლიანობაში, როგორც ანგარიშში აღნიშნულია, 2010 წელს ნომინალური მშპ-ის არსებითი ზრდა, ძირითადად, ექსპორტის შედარებითი გამოცოცხლებითა და კაპიტალის ფორმირების მაჩვენებლის ზრდის მაღალი ტემპებით იყო განპირობებული.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2588.html
განათავსა - Drakula | 15 ივნ. 2011, 19:01 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: სებ: 2010 წელს საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ გამოვიდა რეცესიიდან, არამედ ზრდისტენდენციაცარისნავარ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 ნოემბერი 2024
  • English Georgian