ეკონომიკა: საქართველოში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 2 მლდ ლარის პროექტები განხორციელდებ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 2 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. როგორც დღეს, ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესს–სპიკერმა მანანა მანჯღალაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორებთან და მთავრობის წევრებთან სოფელ სალხინოში შეხვედრისას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა, რომელთა საერთო ღირებულება 2 მილიარდ ლარს შეადგენს. "რამოდენიმე მსხვილ პროექტს შორისაა, ბაქო–თბილისი–ყარსის რკონიგზის მაგისტრალის მშენებლობა, მაგისტარლებისა და ხიდების მშნებლობის პროექტები, ასევე სოფლის დახმარება. ამ პროექტებში ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის დასაქმებაა. მხოლოდ ბაქო–თბილისი–ყარსის მშენებლობაზე ამ ეტაპზე დაახლოებით 1000 ადამინი მუშაობს და უახლოეს პერიოდში მათი რიცხვი 4000–მდე გაიზრდება"–განაცხადა მანჯღალაძემ და დაამატა, რომ მთავრობისათვის მთავარ გამოწვევასა და საზრუნვას უმუშევრობა წარმოადგენს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2586.html
| |||
განათავსა - consul | 14 ივნ. 2011, 20:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.