საზოგადოება: აპოკალიფსის ცნობილმა წინასწარმეტყველმა ინსულტი გადაიტანა | მსოფლიოს ამბები | ||
ამერიკელმა მქადაგებელმა და სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველმა ჰაროლდ კემპინგმა ინსულტი გადაიტანა. როგორც The Daily Mailიტყობინება, ინსულტის შედეგად 89 წლის კალიფორნიელ ევანგელისტს მეტყველება დაერღვა. კემპინგი ჰოსპიტალიზებულ იქნა ხუთშაბათს, 9 ივნისს. ევანგელისტის ერთ-ერთი მეზობლის თქმით, არსებობა ალბათობა იმისა, რომ ინსულტის შედეგად მქადაგებელმა სამუდამოდ დაკარგა თავისი ცნობილი ხმა, რომლითაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აპოკალიფსს წინასწარმეტყველებდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰაროლდ კემპინგი ამტკიცებდა, რომ აპოკალიფსი 2011 წლის 21 მაისს დადგებოდა. თუმცა, შემდეგ მან შეცვალა თავისი ვერსია და აღნიშნა, რომ სამყარო არსებობას ხუთი თვის დაგვიანებით, 2011 წლის 21 ოქტომბერს დაასრულებს. კემპინგი რადიოსადგურ Family Radio-ის ქსელის მფლობელია და გარშემო მრავალი მიმდევარი და თანამოაზრე შეკრიბა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამერიკელმა სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველებისთვის დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დახარჯა. 21 მაისს აპოკალიფსის მოლოდინში ჰაროლდ კემპინგის მიმდევრები მცირე ჯგუფებით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში შეიკრიბნენ. მქადაგებლის საქმიანობის კრიტიკოსები კი ამ დღეს მხიარულ ღონისძიებებსა და წვეულებებს აწყობდნენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2583.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ივნ. 2011, 20:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.