კრიმინალი: ერაყში ამერიკული მილიარდები დაიკარგა | მსოფლიოს ამბები | ||
ერაყის აღდგენის საქმეების სპეციალურმა გენერალურმა ინსპექტორმა სტიუარტ ბოუენმა, რომელიც ამ თანამდებობაზე აშშ-ის კონგრესმა დანიშნა, გამოთქვა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მანამდე აშშ-ის ხელისუფლებების მიერ ერაყისთვის გაცემული სახსრების ნაწილი, როგორც ჩანს, მოიპარეს. The Los Angeles Times-ის მონაცემებით, საუბარია 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხაზე. საკუთარი დასკვნები ბოუენმა მრავალწლიანი გამოძიების შედეგებით გააკეთა, რომლის თანახმადაც დაკარგული სახსრები ვერ აღმოაჩინეს. გამოცემის მონაცემებით, სულ 2003-2004 წლებში ერაყში ნაღდი ფულით დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი გაიგზავნა. ამ თანხის ტრანსპორტირებისთვის საჭირო გახდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების - C-130 Hercules-ის 21 რეისი, რომელთა ბორტზე დაახლოებით 20 ტონის ჩატვირთვა შეიძლება. თავად ერაყში ფული სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი სასახლის სარდაფში, ასევე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ინახებოდა. როგორც შემდგომში გამოძიებამ დაადგინა, ნაღდი ფული ხშირად არ გამოიყენებოდა იმ პროგრამებისათვის, რომელთა გამოც გამოგზავნილ იქნა. მისი ნაწილი ქრთამების გადახდაზე დაიხარჯა, ამასთან ძირითადი პასუხისმგებლობა აუდიტორებმა ერაყელ მოხელეებს დააკისრეს. გარდა ამისა, ფულის გაცემისას სამხედრო პირები ხშირად უგულებელყოფდნენ ფინანსური ანგარიშების შედგენას, რის შედეგადაც ფულის შემდგომი ბედისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი არ ყოფილა. ამავდროულად, ერაყული მხარე უკვე დაემუქრა ვაშინგტონს სარჩელით სახსრების გაუჩინარების გამო. კერძოდ, ერაყელები ვაშინგტონს ბრალს დებენ იმ ფაქტის გამო, რომ 2004 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სახსრებზე პასუხისმგებლებად ამერიკელები დანიშნეს. ერაყის აღდგენის საქმეების სპეციალური გენერალური ინსპექტორის მმართველობის 2011 წლის აპრილის მონაცემებით, საერთო ჯამში ერაყის აღდგენის დაფინანსებაზე ვაშინგტონმა დაახლოებით 61 მილიარდი დოლარი გაგზავნა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2580.html
| |||
განათავსა - Drakula | 14 ივნ. 2011, 20:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.