პოლიტიკა: დიმიტროვი: საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი კონსტიტუცია ექნება | საქართველოს ამბები | ||
ევრო კავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსტიტუციის მსგავსი იქნება. როგორც დიმიტროვმა ტელეარხ "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, "კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს ერთ რიტმში ჩასვამს იმ ექვს ქვეყანასთან ერთად, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა ევროკავშირის წევრი." ამ კონტექსტში ელჩმა მაგალითად მოიყვანა ბულგარეთი, პოლონეთი და ლიტვა, რომლებმაც კონსტიტუციაში ცლილებები შეიტანეს. ამასთან ერთად დიმიტროვმა აღნიშნა, რომ " საქართველოსთვის არ იქნება კარგი, თუ ის კონსტიტუციას იმისთვის გამოიყენებს, რომ კონკრეტულ ადამიანების კონკრეტული თანამდებობები უზრუნველყოს." "კონსტიტუციის შეცვლა პრინციპის საქმეს წარმოადგენს და აღნიშნულ 6 ქვეყანაში ეს პრინციპი მისაღები აღმოჩნდა" – აღნიშნა მან. ამასთან ერთად ევროკავშირის ელჩმა გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც იგი დისერტაციას პოსტსაბჭოური პოლიტიკის განვითარებაზე წერდა. "მე საქართველოს განვიხილავდი ისეთ ქვეყანად, სადაც შესაძლებელი იყო მოვლენები პოზიტიურად განვითარებულიყო. მე დავწერე, რომ საქართველო წარმოადგენს საპრეზიდენტო მმართველობის ისეთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებისათვის უჩვეულოა. ახლა მე ვალდებული ვარ ეს ნაწილი ამოვიღო ჩემი დისერტაციიდან, რადგანაც საქართველოს მმართველობა ევროკავშირის წევრი– ქვეყნების მსგავსი გახდება"–აღნიშნა დიმიტროვმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2578.html
| |||
განათავსა - consul | 13 ივნ. 2011, 19:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.