პოლიტიკა: ბარამიძე: საქართველო არც რუსეთის და არც აშშ უმცროს ძმობას არ აპირებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ვიცე–პრემიერ მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქათველო არ აპირებს არც რუსეთის და არც აშშ–ს უმცროს ძმობას. ამის შესახებ ბარამიძემ სუხუმოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა და დაამატა, რომ " საქართველო მეორე ხარისხოვან როლს არ შეეგუება". ოკუპანტების "წყალობით", ქვეყანაში ტერორიზმის პრობლემა არსებობს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ტერაქტის განხორციელების რამოდენიმე ფაქტი იქნა დაფიქსირებული. მათგან უმრავლესობა ჩაიშალა, თუმცა ერთერთი ამგვარი ტერაქტის შედეგად უდანაშაულო ქალი დაიღუპა. ოკუპანტები ტერაქტის მოწყობას ნატოს ოფისის წინაც გეგმავდნენ. ეს რუსეთის გზავნილი იყო – "მშვიდობას არ გაღირსებთ". ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველო რუსეთის "უმცროსი ძმა" ისევ გახდება, მაგრამ სასტიკად ცდებიან. უმოკლეს დროში ჩვენმა ქვეყანამ განიცადა დიდი ტრანსფორმაცია და "ჩვენ არ ვაპირებთ გავხდეთ არც რუსეთის და არც აშშ–ს უმცხორსი ძმა." – განაცხადა ბარამიძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2577.html
| |||
განათავსა - consul | 13 ივნ. 2011, 19:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.