ეკონომიკა: აჭარას ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ ჰყოფნის | საქართველოს ამბები | ||
ტურისტთა რიცხვის ზრდის გამო აჭარას ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია არ ჰყოფნის. წელს ავტონომიურ რესპუბლიკას დაახლოებით 800 ათასი ტურისტი ესტუმრება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ 400 ათასი ადგილობრივი მოქალაქე და 800 ათასი ტურისტი - ეს ადამიანების რაოდენობაა, რომელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ადგილობრივი პროდუქცია ვერ შეძლებს. უწყების უფროსის დონარა სურმანიძის თქმით, წელს ტურისტებს მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებით, რისთვისაც სპეციალური პროგრამა დაიწყებს მოქმედებას. იგი დაეხმარება ადგილობრივ გლეხებს, გადაზიდონ თავიანთი პროდუქცია ბათუმსა და სხვა რაიონულ ცენტრებში. ამასთან ერთად, ზაფხულის განმავლობაში ბათუმში რამდენიმე აგრარული ბაზრის გახსნაა დაგეგმილი, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფერმერები 2-3 დღის განმავლობაში საკუთარი პროდუქციის გაყიდვას შეძლებენ. ასევე დაგეგმილია სასაწყობე მეურნეობის შექმნაც, რაც, ძირითადად, ადგილობრივი ინვესტიციებით განხორციელდება და პროდუქტებით მომარაგებას შეუწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, სურმანიძის თქმით, ტურისტთა დიდი ნაკადის გამო პროდუქტების შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან მოხდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2576.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ივნ. 2011, 19:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.