პოლიტიკა: მაკეინი რუსეთს მოლდოვის დეოკუპაციისაკენ მოუწოდებს | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის სენატორი ჯონ მაკეინი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები მოლდოვას ტერიტორიიდან. ასეთი განცხადება გააკეთა რესპუბლიკური პარტიის სენატორმა, აშშ-ს პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა ჯონ მაკეინმა კიშინიოვში მოლდოვას პრეზიდენტის ფუნქციის შემსრულებელთან, პარლამენტის წარმომადგენელთან მარიონო ლუპუსთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ ფილატოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ჯონ მაკინმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთის ჯარი იმყოფება მოლდოვას დნესპირეთის რეგიონში საერთაშორისო ნორმების დარღვევით, ქვეყნის ოფიციალური ხელუსიფლების სურვილის წინააღმდეგ. სენატორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალის ყოფნა მოლდოვას ტერიტორიაზე უხეშად არღვევს ამ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მაკეინის თქმით, აშშ მხარს უჭერს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას და თვლის, რომ რუსეთის ჯარის ქვეყნიდან გაყვანა ხელს შეუწყობს დნესპირეთის პრობლემის დარეგულირებას. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2571.html
| |||
განათავსა - Legatuss | 13 ივნ. 2011, 15:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.