ეკონომიკა: “SOCAR“-ს ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის 50% უკავია | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სანავთობო კომპანია საქართველოს ნავთობპროდუქტების 50 პროცენტს მოიცავს. საქართველოში „SOCAR“-ის ბრენდის ქვეშ 70-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური მოქმედებს. დღეს საქართველოს 30 რეგიონალური გაზის სადისტრიბიუტორო კომპანია „SOCAR“-ით იმართება. რეალიზებადი სამწლიანი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 150 ათასი აბონენტის გაზით უზრუნველყოფა. “SOCAR“-ის შვილობილი საწარმოები მეზობელი სახელმწიფოს უმსხვილესი გადასახადის გადამხდელები არიან. შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს SOCAR-მა საქართველოში ექსპლუატაციაში SOCAR-ის ბრენდით კიდევ სამი ავტოგასამართი სადგური ჩააბარა. ამდაგვარად, ქვეყანაში საცალო ქსელი 71-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი სადგური იმერეთის რეგიონის ტყიბულის რაიონში, ხოლო ორი - ქუთაისში გაიხსნა. საქართველოსა და უკრაინის გარდა, SOCAR ავტოგასამართი სადგურების ქსელს ფლობს აზერბაიჯანში, ხოლო 2011 წელს რუმინეთის საცალო ბაზარზე გასვლას აპირებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2570.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ივნ. 2011, 15:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.