საზოგადოება: დალაი-ლამა: „ადამიანებს არა ფული, არამედ თანაგრძნობა სჭირდებათ“ | მსოფლიოს ამბები | ||
„თვითმკვლელობათა რაოდენობის გაზრდა საზოგადოებაში თანაგრძნობის არარსებობით არის გამოწვეული და ჩვენ ერთმანეთის მიმართ უფრო ალერსიანები და გულისხმიერები უნდა გავხდეთ, თუ სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ გვსურს“, - თქვა დალაი-ლამამ. მელბურნში ათასამდე მიმდევართან მიმართვისას, ტიბეტის სასულიერო ლიდერი ბედნიერების ჭეშმარიტ არსზე საუბრობდა. „სიყვარულის სიძუნწით შეცვლამ კაცობრიობას მხოლოდ იმედგაცრუებები და სიმარტოვე მოუტანა“, - თქვა დალაი-ლამამ, - ფულსა და მატერიალურ კეთლდღეობას მხოლოდ დროებითი ბედნიერება მოაქვს, მაგრამ ისინი ჩვენში ჭეშმარიტ სამყაროსა და ჰარმონიას არ ქმნის“. მან მოუწოდა ადამიანებს, გამოიჩინონ თანაგრძნობა და გაზარდონ ახალგაზრდა თაობა სიყვარულში, რათა მათ შეძლონ იმაზე უფრო ბედნიერი სამყაროს შექმნა, ვიდრე ის, რომელიც ამჟამად არსებობს. „სიყვარულის საფუძველზე მორალური ეთიკის შექმნა - ეს, საბოლოოდ, ერთადერთი პასუხია“, - აღნიშნა დალაი-ლამამ. - ჩვენ მორალური ეთიკა უნდა ვასწავლოთ საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტის ჩათვლით... ვფიქრობ, მხოლოდ მაშინ შეიძლება რეალურად გვქონდეს ჩვენს საზოგადოებაში გარდაქმნისა და უკეთესობისკენ ცვლილებების იმედი“. „გთხოვთ, ჩაუნერგეთ ახალგაზრდა თაობას თანაგრძნობა“, - ხაზი გაუსვა დალაი-ლამამ ბოლოს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2568.html
| |||
განათავსა - Drakula | 13 ივნ. 2011, 15:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.