aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: ჩიტაძე: კრემლი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს შეცვლის საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
პოლიტილოგ ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, საპროტესტო აქციების დახმარებით ხელისუფლების შეცვლის გზის მარცხის გამო, კრემლი საქართველოში მოქმედი პროროსული ორიენტაციის პოლიტიკოსების - ნინო ბურჯანაძის, ზურაბ ნოღაიდელისა და კახა კუკავას დაფინანსებას შეამცირებს.



„ჩემი პროგნოზით, მომავალში კრემლი 26 მაისის მსგავსი პროცესების დაფინანსებასა და დაკვეთას შეამცირებს, რამდენადაც რუსეთში დაინახეს, რომ რევოლუციურმა პროცესებმა მათ არ მოუტანეს პოზიტიური, ხოლო საქართველოს - ნეგატიური შედეგები. მითუმეტეს, რომ 2007 წლის შემდეგ საქართველოში რადიკალური ძალების მომხრე ნაკლები დარჩა. რუსეთმა დაინახა, რომ ბურჯანაძეს, ნოღაიდელს, კუკავასა და სხვებს სერიოზული მომხრეები არა ჰყავთ, და მე არ ვფიქრობ, რომ კრემლი კიდევ ერთხელ ჩაერთვება დამარცხებულ თამაშში“, - განაცხადა ჩიტაძემ და დაამატა, რომ რუსეთი ქართულ ხელისუფლებებთან ბრძოლას სხვა მეთოდებითაც შეეცდება.


„კრემლი შეცვლის მეთოდებს და ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ბრძოლას სხვა მეთოდებით გააგრძელებს, იმავე დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებით, თითქოს-და საქართველო ტერორისტებს მფარველობს, ტერორისტული და დივერსიული აქტების დაფინანსებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ანტიქართული კამპანიის დაფინანსებით“, - განაცხადა პოლიტილოგმა და დაამატა, რომ გამორიცხული არაა, კრემლმა იმედი დაამყაროს ე. წ. სამართალდამცავ და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რათა, რუსეთის ინტერესების შესაბამისად, ისინი საქართველოში მიკრო-აქციებსა და სხვადასხვა კონფერენციებს ატარებდნენ.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2567.html
განათავსა - Drakula | 13 ივნ. 2011, 15:25 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ჩიტაძე: კრემლი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს შეცვლის" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 ნოემბერი 2024
  • English Georgian