ეკონომიკა: ამერიკელები ეკონომიკური სიტუაციის განვითარების ყველაზე უარეს ვარიანტებს პროგნოზირებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ამერიკელთა დაახლოებით 48% მოელის, რომ დიდი დეპრესია წლის განმავლობაში განმეორდება. ამის შესახებ წერს Huffington PostCNN-ის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაზე მინიშნებით. ამას გარდა, სააგენტომ CNN-ის მიერ 2008 წლის ოქტომბრიდან გამოკითხვების ჩატარების დაწყებიდან იმ რესპონდენტთა ყველაზე მაღალი რაოდენობა დააფიქსირა, რომლებმაც გარკვეულობა გამოთქვეს. ამერიკელთა რეკორდულმა რაოდენობამ - 30%-მა განაცხადა, რომ სამსახურის გარეშე დარჩენისა ეშინიათ. გამოკითხვებით დაკავებული CNN-ის ქვედანაყოფის დირექტორმა კიტინგ ჰოლინგმა განაცხადა, რომ მაღალი დონე ამერიკელებისა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში შეიძლება უმსხვილესი ეკონომიკური დაცემა განმეორდეს, თავისთავად უკვე განგაშის სიგნალია. „ეს უბრალოდ ეკონომიკური პესიმიზმი არაა... ეს ეკონომიკური ფატალიზმია“, - თქვა ჰოლინგმა. აშშ-ის აფროამერიკულ მოსახლეობას შორის უმუშევრობის დონე უკვე დიდი დეპრესიის პერიოდის დონეს უახლოვდება. აშშ-ში მარტის თვეში საერთო უმუშევრობამ 8.8%-ს მიაღწია, ამასთან თეთრ ამერიკელებს შორის მაჩვენებელი 7.9%-ს შეადგენს. აფროამერიკელთა შორის სამსახურის ძიების პროცესში დაახლოებით 15.5%-ია. 1923-1939 წლების მსოფლიო ეკონომიკის რეცესიის პერიოდმა, რომელსაც დიდ დეპრესიას უწოდებენ, უმუშევრობის დონე 1932 წელს 23.6%-მდე მიუახლოვა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2564.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ივნ. 2011, 09:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.