aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 ეკონომიკა: Twitter-ზე რეკლამის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
Twitter-ზე პრომოტრენდების განთავსების ფასი, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ იტყობინება Social Beat Twitter-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერის ადამ ბეინის ინტერვიუზე მინიშნებით.



ამჟამად Twitter-ზე ოფიციალური სარეკლამო შეტყობინებების განთავსების ღირებულება დღეში 120 ათას დოლარს შეადგენს; ჯერ კიდევ შარშან აპრილში პრომოტრენდის შექმნა მხოლოდ 25-30 ათას დოლარად შეიძლებოდა.


„პრომოექაუნთების“ და „პრომოტვიტების“ შექმნასთან დაკავშირებული შემოთავაზებები აუქციონის პრინციპით ფორმირდება. კონტრაქტის პირობით, რეკლამის განმთავსებლებმა განცხადებებზე სამი თვის განმავლობაში, სულ ცოტა, 15 ათასი დოლარი უნდა დახარჯონ, აღნიშნა ბეინმა.


ბოლო დროს Twitter-ს მძაფრად აკრიტიკებდნენ რეკლამის განთავსების ფასების გაზრდისთვის, თუმცა მომსახურების გაძვირებამ არ შეაჩერა ისეთი გიგანტები, როგორებიცაა HBO, Samsung, Toyotaდა მრავალი სხვა.


2010 წლის აპრილიდან Twitter-მა 600 რეკლამის განმთავსებელთან მოასწრო მუშაობა, ჩაატარა რა მათთან თითქმის ექვსი ათასი ერთობლივი სარეკლამო კამპანია. ბეინის თქმით, კომპანია Twitter-ში მარკეტინგითა და გაყიდვებით 60 ადამიანისაგან შემდგარი გუნდი არის დაკავებული.


როგორც გამოცემა წერს, საძიებო მოთხოვნების შედეგად განთავსებული რეკლამისაგან განსხვავებით, Twitter-ზე რეკლამის განთავსება მომხმარებლებთან ხანგრძლივი რწმუნებული ურთიერთობის დამყარების საშუალებას იძლევა. ამას გარდა, გადახდილი „პრომოტრენდები“ მიკრობლოგის ყველა მომხმარებელთან აისახება, რაც სარეკლამო შეტყობინებას მაქსიმალურად ფართო აუდიტორიას უზრუნველყოფს.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2563.html
განათავსა - Drakula | 11 ივნ. 2011, 09:09 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: Twitter-ზე რეკლამის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 06 ნოემბერი 2024
  • English Georgian