aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 ეს საინტერესოა: სიცილიაზე დროის მსვლელობასთან დაკავშირებული უცნაური ანომალია დაფიქსირდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იტალიურ კუნძულ სიცილიის მრავალ მაცხოვრებელს დროსთან დაკავშირებული უცნაური ანომალია დაუფიქსირდა. უკვე კვირაზე მეტია, რაც ყოველდღიურად ელექტრონული ციფრული საათები, მათ შორის მაღვიძარები და სხვადასხვა საყოფცხავრებო ტაიმერები 10-20 წუთით წინ მიდის, იუწყება “GHN“.



უცნაური მოვლენა კუნძულის მრავალ ქალაქში დარეგისტრირდა და პირველად არის ამდენად მასიური. ფენომენი ნამდვილ საიდუმლოდ იქცა, რამდენადაც ჯერჯერობით ვერავინ დაადგინა მისი მიზეზები. ამ დროს კი კუნძულის მაცხოვრებლები მცირედ მოუხერხებლობებს განიცდიან: ავტობუსზე, მატარებელზე დაგვიანებიდან დაწყებული, სამსახურში ან სასწავლო დაწესებულებაში დაგვიანებით დამთავრებული.


სპეციალისტებისათვის რთულია ლოგიკურად იმ ფაქტის ახსნა, რომ ერთდროულად კუნძულის სხვადასხვა ზონაში ათასზე მეტმა ელექტრონულმა მოწყობილობამ შეფერხებით დაიწყო მუშაობა, გადმოსცემს გაზეთი „შეხედულება“ MIGnews.com-ზე მინიშნებით.


მისტიკურ მოვლენას, ფილმ X-files-ის საუკეთესო ტრადიციებით, კატანიის უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის კათედრის სპეციალისტები იძიებენ. სავარაუდო ვერსიებს შორის სავსებით დამაჯერებლებიცაა: ანომალიის მიზეზად ასახელებენ დაურეგულირებერ მზის პანელებს, რადიომოყვარულების ექსპერიმენტებს, ასევე წყალქვეშა ელექტრული კაბელის სარემონტო სამუშაოებს, რომლებიც მაისის შუა რიცხვებიდან წარმოებს. მაგრამ ამ მომენტისათვის საიდუმლო ჯერჯერობით ამოუხსნელი რჩება.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2562.html
განათავსა - Drakula | 11 ივნ. 2011, 09:07 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: სიცილიაზე დროის მსვლელობასთან დაკავშირებული უცნაური ანომალია დაფიქსირდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ოქტომბერი 2024
  • English Georgian