პოლიტიკა: ბურჯანაძე: ჩემ ადგილას სააკაშვილი რომ ყოფილიყო, პრეზიდენტი შეიცვლებოდა | საქართველოს ამბები | ||
ოპოზიციის ადგილას მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, იგი რუსეთს მოურიგდებოდა და შეცვლიდა პრეზიდენტს ძალოვანი მეთოდით, მიაჩნია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, იტყობინება “GHN“. „როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ადგილას ყოფნის შემთხვევაში 2 თვეში შეცვლიდა ხელისუფლებას, იგი მართალი იყო. ახლაც რომ ასე ყოფილიყო, სააკაშვილი რევოლუციას მოაწყობდა და შეცვლიდა პრეზიდენტს და სწორედ იმ სცენარით, რომელშიც ჩვენ გვადანაშაულებს. საკააშვილი პირს შეკრავდა რუსეთის სპეცმსამსახურებთან და მათთან ერთად ხელისუფლების შეცვლაზე იმუშავებდა. მოიყვანდა რუსულ სპეცნაზს, გაუშვებდა მოლოტოვის კოქტეილებს და, აუცილებლობის შემთხვევაში, ხელისუფლებას აქციის მონაწილეების მოკვლას აიძულებდა. საკააშვილმა სახალხო კრების გარშემო სწორედ ის სცენარი დახატა, რომლითაც ამ შემთხვევაში იმოქმედებდა“, - დარწმუნებულია ბურჯანაძე. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2561.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ივნ. 2011, 09:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.