კრიმინალი: საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში ფინანსურმა დარღვევებმა 1 მლნ ლარს მიაღწია | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საკონტროლო პალატის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგებით, საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში ფინანსურმა დარღვევებმა, საერთო ჯამში, ერთ მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ დღეს, 10 ივნისს, საკონტროლო პალატაში ჩატარებულ ბრიფინგზე აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარებული აუდიტის შედეგად მნიშვნელოვანი ფინანსური რისკები და უკმარობები გამოვლინდა. კერძოდ: სამედიცინო მომსახურების ღირებულების გამჭვირვალე გაანგარიშების არარსებობა, სამედიცინო ტარიფები არადოკუმენტირებულ ისტორიულ სტატისტიკას ეფუძნება; ასევე, სახელმწიფო ფინანსური პროგრამების მიერ სათანადო ფინანსური მართვის არარსებობა; პროგრამული საბიუჯეტო სახსრების გადახდაში სისწორის არარსებობა, პაციენტთა მომსახურების გადახდაში არამართლზომიერება და პაციენტებისათვის გაწეული მომსახურებების არაზუსტი აღრიცხვა. საკონტროლო პალატის აუდიტმა ასევე გამოავლინა შესაბამისი ნორმების დარღვევები სახელმწიფო შესყიდვების დროს. კერძოდ, გიორგი ალასანიას განცხადებით, იაშვილის სახელობის კლინიკაში გამოვლენილი დარღვევები 200 ათას ლარს უდრის. საკონტროლო პალატა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი სამკურნალო დაწესებულებების ფინანსური მართვის გაუმჯობესებისათვის დაუყოვნებლივ საჭიროა მათი პრივატიზაცია. საკონტროლო პალატის აუდიტი 2008-2010 წლებს მოიცავს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2557.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ივნ. 2011, 08:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.