კრიმინალი: საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტი გახსნა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკოროფციულმა დეპარტამენტმა საბიუჯეტო სახსრების მითვისების კიდევ ერთი ფაქტი გახსნა. როგორც პროკურატურა იტყობინება, დაკავებულები არიან ფირმა „საქართველოსა“ და „ქართული ღვინის სახლის“ დირექტორები ბორის გოგიჩაიშვილი და ზაზა კიკაბიძე, ასევე მათი თანამშრომლები, სულ რვა ადამიანი. გოგიჩაიშვილი და კიკაბიძე სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებაში ადანაშაულებენ. გამოძიება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 182-ე სტატიის მესამე ნაწილითა და 210-ე სტატიის პირველი და მეორე ნაწილებით წარმოებს. გამოძიების ინფორმაციით, საწარმო „საქართველომ“ მოსახლეობისაგან ყურძნის შესასყიდად, მის გადასამუშავებლად და ტრანსპორტირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი მიიღო, რომელთაგან 400 000 მიითვისა. საწარმომ 3 500 ტონა ყურძნის ნაცვლად მხოლოდ 2 700 შეისყიდა. „ქართული ღვინის სახლის“ ხელმძღვანელობამ კი მისთვის გამოყოფილი 1 140 000 ლარიდან მიითვისა 210 000 ლარი და 1600 ტონა ყურძნის ნაცვლად 1100 ტონა შეისყიდა. საერთო ჯამში, ფიქტიური დოკუმენტაციის შედგენის გზით მითვისებულ იქნა 610 000 ლარი. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში გოგიჩაიშვილსა და კიკაბიძეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2556.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ივნ. 2011, 08:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.