მეცნიერება-ტექნოლოგიები: 2013 წელს თბილისში ტრამვაის სისტემის მშენებლობა დაიწყება | საქართველოს ამბები | ||
2013 წელს თბილისში ტრამვაის სისტემის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ გუშინ, 9 ივნისს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ ონლაინ-კონფერენციის მსვლელობაში განაცხადა. „ამჟამად ტრამვაის დიზაინის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ არ გვსურს, რომ იგი მეტროპოლიტენთან გაიგივებოდეს, როგორც ეს ძველი ტრამვაის სისტემის დროს იყო. ტრამვაი უნდა ავსებდეს მეტროს და აფართოვებდეს მას. მაგალითად, იქ, სადაც სწორ ხაზზე მეტროს სამი სადგურია, ტრამვაის მოძრაობას აზრი ეკარგება. 4-5 წლის ამოცანას შეადგენს ის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი იყოს მხოლოდ ელექტროტრანსპორტი, ხოლო დიზელის საწვავსა და სხვა საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი კერძო ოპერატორების ხელში გადავიდეს“, - განაცხადა უგულავამ. მოსახლეობის შეკითხვები ასევე დედაქალაქში გზების პრობლემების გადაჭრას ეხებოდა. მერის განცხადებით, „გზების მშენებლობაზე 70 მლნ ლარია გამოყოფილი და 2011 წლის ბოლომდე შიდა და მეორე კატეგორიის გზები შეკეთდება“. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2555.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 ივნ. 2011, 08:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.