პოლიტიკა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 9 ივნისს მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციას მიესალმება. საქართველოს სსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო რუსეთი-ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუცია, სადაც, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც არის მიმართული ყურადღება. კერძოდ, სსს-ის ინფორმაციით, რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ „თითქმის სამი წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ეთნიკური წმენდის შემდეგ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევს. „აღნიშნული რეზოლუციით ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ყველა ვალდებულება 6-პუნქტიანი შეთანხმების მიხედვით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და დააბრუნოს ისინი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე უზრუნველყოს ამ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაშვება“, - აღნიშნავენ სსს-ში. ამას გარდა, როგორც უწყებაში აცხადებენ, „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას, დაარწმუნონ რუსეთი, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მოქალაქეებისათვის რუსული პასპორტების გაცემა“. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2553.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ივნ. 2011, 10:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.