მეცნიერება-ტექნოლოგიები: Microsoft მსოფლიოში სპამის უმსხვილესი გენერატორის შემქმნელების გასამართლებას აპირებს | მსოფლიოს ამბები | ||
კორპორაცია Microsoft-მა გაზეთებში „Московские новости“ და „Деловой Петербург“ განათავსა განცხადებები და მოუწოდა გამოხმაურება იმ IP-მისამართებისა და დომენური სახელების მფლობელებს, რომლებიც მსოფლიოში სპამის ერთ-ერთი უმსხვილესი გენერატორის - Rustock-ის თავდასხმის შემდეგ გაითიშა. როგორც გამოცემა „ვებ პლანეტა“ წერს, Microsoft-ს პოპულარული ბოტნეტის შემქმნელთა პასუხისგებაში მიცემა სურს. 2011 წლის მარტში, გულმოდგინე მომზადების შემდეგ, Microsoft-მა მოახდინა Rustock-ის გაწმენდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საერთომსოფლიო სპამის 60%-ს გენერირებდა. მიღებულ იქნა ტექნიკური ხასიათის ზომები, რომლებიც ქსელის ყოფილი მფლობელების მიერ მისი ხელში ჩაგდების შეუძლებლობას უზრუნველყოფს. ამჟამად, კომპანიის მონაცემებით, დაშავებული კომპიუტერების რაოდენობა თანდათანობით მცირდება. 30 დღის განმავლობაში "Московские новости" და"Деловой Петербург"გაავრცელებენ სარეკლამო განცხადებებს, რომელთა დახმარებითაც Microsoft-ს იმ IP-მისამართების მფლობელთა ყურადღების მოპყრობა სურს, რომლებიც ბოტნეტ Rustock-ის გათიშვის ოპერაციის მსვლელობაში ჩაიგდეს ხელში. გამოცემის მონაცემებით, Microsoftაპირებს 11-მდე ადამიანი მოიხმოს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით მოპასუხეების სახით გამოვლენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2552.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ივნ. 2011, 10:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.