ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის ერთიან სტრატეგიას ქმნის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტისა და პოპულარიზაციისთვის ერთიან სტრატეგიას ქმნის. როგორც რადიო „კომერსანტს“ კომპანია „თერნალი ჩაის“ დირექტორმა ფრიდონ ჩიტაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ქართული ჩაის ექსპორტი მხოლოდ მონღოლეთში წარმოებს. მისი თქმით, მთავრობის დახმარების შემთხვევაში, ჩაის წარმოება და ექსპორტი ათჯერ შეიძლება გაიზარდოს. კომპანიის მენეჯმენტი არ მალავს, რომ სახელმწიფო დახმარების გარეშე წარმოებას ვერ გაზრდის, მეტიც, არსებულსაც ვერ შეინარჩუნებს. ამჟამად „თერნალი ჩაი“ ცხრა დასახელების პროდუქციას უშვებს. მწვანილის ექსპორტის კომპანია „ჰერბიაში“ სახელმწიფო დახმარების შემთხვევაში პროგნოზირებენ წარმოების ორჯერ გაზრდას. კომპანიის დირექტორის ზურაბ ჯანელიძის თქმით, ამ ეტაპზე პროდუქციის ექსპორტი უკრაინაში და კიდევ სამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში წარმოებს, მთავრობის ახალი კონცეფცია კი კომპანიას კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყნის ბაზრების ათვისების საშუალებას მისცემს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2550.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ივნ. 2011, 10:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.