პოლიტიკა: ბათიაშვილი: ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ 26 მაისს მრავალი ადამიანი ციხეშიმოხვდა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() ამის შესახებ 8 ივნისს განაცხადა კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა ვერის პარკში გამართულ შეხვედრაზე. „უახლოეს მომავალში ჩვენ დიდ დახურულ შეხვედრას მოვაწყობთ, რომელზედაც მოქმედებათა გეგმას წარვადგენთ“, - თქვა ბათიაშვილმა. ამასთან ერთად, მისი თქმით, „სახალხო კრების“ ლიდერებს ხშირად ეკითხებიან იმაზე, გრძნობენ თუ არა ისინი 26 მაისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას. „ჩვენი მომხრეების მთავარი შეკითხვაა - ვჩერდებით თუ არა? - არა, არ ვჩერდებით და ბრძოლა ახლა იწყება. ჩვენ ასევე გვეკითხებიან იმას, ვგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ამდენი ადამიანი ციხეშია და ამდენი დაშავდა? - დიახ, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ამიტომ საბოლოო გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ“, - თქვა ბათიაშვილმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2544.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ივნ. 2011, 20:15 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.