მეცნიერება-ტექნოლოგიები: შეიქმნა მასალა, რომელიც რამდენიმე წამში თვისებებს იცვლის | მსოფლიოს ამბები | ||
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ჰამბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით შექმნა მასალა, რომელიც ღილაკზე ერთი დაჭერით სიმაგრეს იცვლის. ეს ტრანსფორმაცია მიიღწევა რამდენიმე წუთში მასალის ელექტრონული სტრუქტურის ცვლილების წყალობით. ამგვარად, წამში შესაძლებელია მაგარი და მყიფე მასალის გადაქცევა რბილ და ადვილად დასამუშავებელ მასალად. ეს რევოლუციური გამოგონებაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მასალის ძირითადი თვისება ელექტრონული სიგნალების საშუალებით შეიცვალოს. ახალი ნივთიერების გამოყენება შეიძლება „ჭკვიანი“ მასალების შესაქმნელად, რომლებსაც დამოუკიდებელი შეკეთების, მაგალითად, საშიში ნაპრალების ლიკვიდაციის შესაძლებლობა აქვს. მასალის ფორები გაჟღენთილია ძაბვაგამტარი სითხით, მაგალითად, უბრალო მარილიანი წყლით ან მჟავით. ინოვაციური მასალის მისაღებად მეცნიერები შედარებით მარტივ პროცესს იყენებენ: კოროზიას. ლითონებს, როგორც წესი, ძვირფას ლითონებს, როგორებიცაა ოქრო ან პლატინა, ათავსებენ მჟავის ხსნარში, რომელიც კოროზიულ პროცესებს უშვებს და ლითონში მიკროსკოპულ ფორებს ქმნის. ამდაგვარად, იქმნება ნანოსტრუქტურირებული მასალა, რომელიც ღრუბელს წააგავს. სიმაგრე შემდეგნაირად იცვლება: ლითონის ზედაპირებს შეიძლება ჰქონდეს ელექტრული მუხტი, ამიტომ ლითონის მექანიკური თვისებების შეცვლა შესაძლებელია იმ სითხის ელექტრული პოტენციალის შეცვლით, რომელშიც ეს ლითონია ჩადებული. სიმაგრის შეცვლის ეფექტი გახლავთ ლითონის ზედაპირზე ატომური კავშირების გაძლიერების ან შესუსტების შედეგი დამატებითი ელექტრონების დამატებისას ან მოშორებისას. შესაძლებელია ახალი მასალის სიმაგრის გაორმაგება, ლითონის პირველსაწყისი მდგომარეობიდან. ამას გარდა, მისი გადაყვანა „ადვილად დასამუშავებელ“ მდგომარეობაში შეიძლება, რომელიც ეფექტურად შთანთქავს დარტყმის ენერგიას. ამას გარდა, მეცნიერებმა შეძლეს ახალი მასალის კიდევ ერთი თვისებისთვის თვალყურის მიდევნება: ესაა მაღალი სიმაგრის ან სირბილის ლოკალური ადგილების შექმნის შესაძლებლობა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2541.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ივნ. 2011, 14:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.