პოლიტიკა: სააკაშვილი: ჩვენი მეზობლები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ ჩვენ ჩამორჩენის უფლებაარაგვაქვს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მეზობლები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ საქართველოს ამ პროცესისაგან ჩამორჩენის უფლება არა აქვს, მიაჩნია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, იუწყება “GHN“. „ჩვენ ძალიან დიდ პროექტებში შევდივართ. გაისად, პროექტების რაოდენობისა და ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ორნიშნა რიცხვები გვექნება. ჩვენი მეზობლები იმდენად სწრაფად ვითარდებიან, რომ ჩვენ ჩამორჩენისა და ნელა განვითარების უფლება არა გვაქვს. ეს სრულიად დაუშვებელია. ჩვენ უნდა გვქონდეს ზრდა, რომელიც ვლინდება ჰესების მშენებლობაში, განსაკუთრებით რაჭაში, სამცხე-ჯავახეთსა და მთელ საქართველოში. აჭარაში ხორციელდება პროექტები, პროექტები ასევე ხორციელდება იმერეთში და ყველგან“, - თქვა სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია ტურიზმით, გაისად კი მოსალოდნელია 3 მილიონი ადამიანი და ნაკადის გაზრდა 5 მილიონ ტურისტამდე. „5 მილიონი ტურისტი ნიშნავს, რომ საქართველოში მთლიანად დაილევა ქართული ღვინო. ზრდა ყოველწლიური უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ტურისტთა რიცხვი საქართველოს მოსახლეობის რიცხვს აჭარბებს. 2013 წელს გაკეთდება ის, რაც საქართველოში არასდროს გაკეთებულა. ყველგან იქნება კარგი გზები, ყველგან იქნება წყალი. თუ ეს პროექტები განხორციელდება, მაშინ უმუშევრობის დონე უნდა შემცირდეს 16-დან 10%-მდე“, - თქვა პრეზიდენტმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2540.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ივნ. 2011, 14:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.