მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერები: დედამიწაზე პირველი ადამიანები საქართველოს ტერიტორიაზე გაჩნდნენ | საქართველოს ამბები | ||
სტატიამ, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ანტროპოლოგთა ჯგუფმა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ის ბოლო ნომერში გამოაქვეყნა, კითხვის ქვეშ დააყენა დამყარებული მოსაზრება იმაზე, რომ ადამიანის წინაპრები პირველად აფრიკულ კონტინენტზე გაჩნდნენ და იქიდან პლანეტის სხვა ნაწილებში გადავიდნენ, იტყობინება “GHN“. დმანისის მთის გამოქვაბულთა კომპლექსში (საქართველო) მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქვის იარაღები და გაქვავებული ნეშტი პირველყოფილი ადამიანებისა, რომლებიც 1.85-1.77 მლნ წლის წინ ცხოვრობდნენ, ანუ დაახლოებით მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ აფრიკაში homo erectus-ის სახეობის პირველი წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, გამართულმა ადამიანმა ევრაზიის დასახლება ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ იგი აფრიკაში გამოჩნდებოდა. აქამდე მიჩნეული იყო, რომ homo erectus არსებითად მოგვიანებით, 1.78-1.65 მლნ წლის წინ შუალედში გაჩნდა. დმანისისთვის ეს ერთჯერადი სტუმრობა არ ყოფილა. ანტროპოლოგების მიერ აღმოჩენილი 122 ქვის არტეფაქტი თანაბარზომიერად იყო გადანაწილებული დანალექი ქანების შრეებში და ეს არტეფაქტები შეესაბამება პერიოდს 1.85-1.77 მილიონი წლის წინ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენი წინაპრები დმანისის გამოქვაბულებში მუდმივად ათობით ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. თუმცა, მეცნიერებს ურთულდებათ დმანისის მობინადრეების რომელიმე გარკვეულ სახეობასთან მიკუთვნება: პრიმიტიული ჩონჩხი homo erectus-ის სახეობას შეესაბამება, მაგრამ ტვინის მოცულობა უფრო პატარაა - 600-775 სმ 900-ის ნაცვლად. „ბევრს მიაჩნია, რომ ეს homo erectus-ის ადრეული წარმომადგენლები იყვნენ, - ამბობს სტატიის წამყვანი ავტორი რეიდი ფერინგი ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტიდან, - მაგრამ ამ საკითხზე ახლა ბევრი კამათია“, გადმოსცემს rnd.cnews.ru წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2539.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ივნ. 2011, 14:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.