ეკონომიკა: ფირმა „Adidas“-ის ტანსაცმელს ბათუმში შეკერავენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ბათუმში მსოფლიოში ცნობილ ბრენდ „ადიდასისთვის“ სპორტული ტანსაცმლის შეკერვას დაიწყებენ. ამის შესახებ გუშინ, 8 ივნისს, აჭარის მთავრობის უფროსმა ლევან ვარშალომიძემ პრეზიდენტისა და გუბერნატორების გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა. ვარშალომიძის თქმით, შესაბამისი საფეიქრო ქარხანა ბათუმში უახლოეს მომავალში აშენდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საფეიქრო ქარხნების გახსნა ასევე დაგეგმილია იმერეთში და უცხოელები მოცემული პროექტების განხორციელებაში არიან დაინტერესებულები. აუცილებელია აღნიშნოს, რომ კომპანია Adjara Textile უკვე კერავს სპორტულ ტანსაცმელს კიდევ ერთი მსოფლიოში ცნობილი ბრენდისთვის „პუმა“. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა, ტურიზმის გარდა, დასაქმების საუკეთესო საშუალებაა სამშენებლო სფეროსა და საფეიქრო მრეწველობის განვითარება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2538.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 ივნ. 2011, 13:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.