პოლიტიკა: დემოკრატიის გარეშე საქართველო უმართავი იქნებოდა–ვაშაძე | საქართველოს ამბები | ||
"დემოკრატიის გარეშე საქართველო უმართავი იქნებოდა. ხოლო უმართავ ქვეყანას არ შეეძლება უზრუნველყოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი განვითარება. ამიტომაც 2003 წლეს ჩვენ გადავწყვიტეთ დავმდგარიყავით რეფორმების გატარების რთულ გზაზე. რა თქმა უნდა, არსებობს საპიროსპირო მაგალითებიც,"– საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრმა გრიგოლ ვაშაძემ გერმანულ გამომცემლობასთან Die Press–თან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა აუცილებელი საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ბოლო საპროტესტო აქციის დაშლისას ძალის გამოყენება, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას თავიდანვე გათვილი ჰქონდა არეულობის ორგანიზება. "ეს უმიზნო პროვოკაცია იყო. მისი მიტინგი მხოლოდ 25 მაისს, შუა ღამემდე იყო დასაშვები. მომდევნო დღეს იმ ადგილზე დამოუკიდებლობა აღინიშნა."–განაცხადა ვაშაძე. შეგახსნებთ, რომ 26 მაის საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა რადიკალური ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგი დაარბია. საქათველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებული მასალების თანახმად, აქციის ორგანიზატორები მთელი ქვეყნაში მასშტაბურ პროვოკაციას გეგმავდნენ, რომელიშიც შეიარაღებული ძალებიც მიიღებდა მონაწილეობას. ამ დროისათვის შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზატორებია დაკავებული, ასევე დაპატიმრებულია გადატრიალების მოწყობის მცდელობაში მონაწილე პირები. აქციის პოლიტოკური ორგანიზატორები არ იქნა დაკავებული. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2535.html
| |||
განათავსა - consul | 08 ივნ. 2011, 14:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.