საზოგადოება: ინტერნეტში დაშვება ადამიანის საბაზისო უფლებად იქნა აღიარებული | მსოფლიოს ამბები | ||
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ინტერნეტში დაშვების უფლება ადამიანის ერთ-ერთ განუყოფელ უფლებად აღიარა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მოხსენებაში. ამგვარად, 2011 წლის ივნისიდან მსოფლიო ქსელიდან კონკრეტული რეგიონების გათიშვა ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევა. შეტყობინების ავტორები აღნიშნავენ, რომ გაეროს რეზოლუცია 3 ივნისს იქნა მიღებული, როდესაც ინტერნეტის გარეშე დარჩა სირია, სადაც ოპოზიციასა და სამთავრობო ჯარებს შორის შეტაკებები გრძელდება. გაეროს მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, ქსელში ინფორმაციის გავრცელება უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, იზღუდებოდეს მხოლოდ იმ სიტუაციებით, როდესაც მას ვინმეს უფლებების დარღვევის გამოწვევა შეუძლია. ასეთი სიტუაციის მაგალითად მოყვანილია მონაცემების გაჟონვა კიბერშეტევების შედეგად. გაეროს პოზიციის მსგავსი პრინციპები შევიდა 2011 წლის მაისის შუა რიცხვებში აშშ-ის მიერ მიღებულ ახალ კიბერსტრატეგიაში. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, კერძოდ, შეტანილია ისეთ პოზიციები, როგორებიცაა ქსელში საყოველადგილო დაშვების უზრუნველყოფა და იმ რესურსებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის გამოხატვას ხელს უწყობენ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2530.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 ივნ. 2011, 09:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.