ეს საინტერესოა: სტივ ჯობსის ბიოგრაფია გამოქვეყნებამდე ერთი წლით ადრე ბესტსელერად იქცა | მსოფლიოს ამბები | ||
კომპანია Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის ბიოგრაფია ბესტსელერად იქცა ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ზე მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ოფიციალური რელიზი მხოლოდ გაისად შედგება. ამის შესახებ სამშაბათს, 7 ივნისს, იტყობინება Agence France-Presse. ასე, სამშაბათს საღამოს წიგნი ჯობსის ცხოვრების შესახებ „iSteve: The Book of Jobs“ ინტერნეტ-მაღაზიის ბესტსელერთა სიაში 26-ე ადგილას იმყოფებოდა. მოგვიანებით სტივ ჯობსის ბიოგრაფიამ 46-ე ადგილზე გადაინაცვლა. უოლტერ ისააქსონი, რომელმაც წიგნი დაწერა, წარსულში ჟურნალ Time-ის ერთ-ერთი წამყვანი რედაქტორი იყო, ახლა კი სათავეში უდგას ასპენოვის ინსტიტუტს - არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ლიდერობის საკითხებში სადისკუსიო ფორუმების ჩატარებით არის დაკავებული. ჯობსის შესახებ წიგნის დაწერამდე ისააქსონი ბენჯამინ ფრანკლინის, ალბერტ ეინშტეინისა და გენრი კისინჯერის ბიოგრაფიების ავტორი გახდა. ისააქსონმა ჯობსის ბიოგრაფიაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო. „iSteve: The Book of Jobs“ სტივ ჯობსის პირველი ოფიციალური ბიოგრაფია გახლავთ. Apple-ის ხელმძღვანელის წინ ორი ბიოგრაფია მისი თანხმობის გარეშე დაიწერა. „iSteve: The Book of Jobs“-ზე შეკვეთების მიღება Amazon-მა 2011 წლის 5 ივნისს დაიწყო. ჯობსის ბიოგრაფია გაყიდვაში 2012 წლის 6 მარტს შემოვა. სტივ ჯობსმა Apple 1976 წელს, თავის მეგობართან სტინ ვოზნიაკთან ერთად დააარსა. თავისი არსებობის პირველ ათწლეულებში კომპანია, უპირატესად, კომპიუტერებს უშვებდა. ამჟამად, iMac მონობლოკებისა და MacBook ნოუთბუქების გარდა, Apple უშვენს iPod პლეერებს, iPhone სმარტფონებსა და iPad პლანშეტებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა სტივ ჯობსს 1997 წლიდან უკავია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2529.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 ივნ. 2011, 09:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.