aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: პუტინის სტაბილურობა და ელცინის ქაოსი საქართველომ მესამე მოდელით შეცვალა - სააკაშვილი საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ორი მოდელი არსებობდა - პუტინის სტაბილურობა და ელცინის ქაოსი, მაგრამ საქართველომ ყველას უჩვენა, რომ არსებობს მესამე მოდელიც, რომელიც ითვალისწინებს სრულ განვითარებას, ახალი სასტუმროების, ახალი ბულვარის, ულამაზესი ხიდისა და მრავალი სხვა რაიმის მშენებლობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 7 ივნისს, ანაკლიაში პატრიოტული ახალგაზრდული ბანაკის მონახულებისას.



მისი თქმით, ქვეყანამ, რომელიც დემოკრატიული და თავისუფალია, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერებს ეს აღორძინება უჩვენა.


„ადამიანები, რომლებიც საქართველოში პოსტსაბჭოთა სახელმწოებიდან ჩამოდიან, ამბობენ: მესამე მოდელი ნამდვილად არსებობს. სწორედ ამიტომ ჩვენ მათთვის საფრთხეს წარმოვადგენთ და ამის გამო ისინი ნერვიულობენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.


მან აღნიშნა, რომ მის მიერ დასახელებული ორი მოდელი ეფუძნებოდა განსხვავებებზე ერებს შორის, გაყოფაზე ეროვნული ნიშნის მიხედვით და ეროვნული უთანხმოების გაჩაღებაზე, სხვადასხვა რჯულისა და კულტურის ადამიანებით მანიპულაციაზე. საქართველოს მიერ შემუშავებული მესამე ახალი მოდელი ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანების გაერთიანებას.


„ჩვენი სისუსტე იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ყოველთვის გვაპირისპირებდნენ სხვებთან. 90-იან წლებში რუსეთი ხელებს აფათურებდა აფხაზეთში, აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ, გალელებს - ოჩამჩირელთა წინააღმდეგ, სოხუმელებს - ზუგდიდელთა წინააღმდეგ, სომხებს - ქართველთა წინააღმდეგ ამხედრებდა... მაშინ რომ ისეთივე გამოცდილება გვქონოდა, როგორიც ახლა გვაქვს, რუსეთი ვერაფერს მიაღწევდა. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ თუნდაც დღეს ამ ყველაფრით მანიპულირება ვერავინ შეძლოს. ის, რასაც ჩვენ აქ ვქმნით, სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან ამას გადამწყვეტი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ყველა თავისუფლებამოყვარული ხალხისთვის საქართველოს გარშემო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


ახალგაზრდობასთან მიმართვისას მან აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც ამ ბანაკში კეთდება, იმისათვისაა, რომ ახალგაზრდობამ უკეთ გაიცნოს ერთმანეთი.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2527.html
განათავსა - Drakula | 08 ივნ. 2011, 08:53 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: პუტინის სტაბილურობა და ელცინის ქაოსი საქართველომ მესამე მოდელით შეცვალა - სააკაშვილი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 ნოემბერი 2024
  • English Georgian