შოუ-ბიზნესი: ენდი გარსია საქართველოში ბრუნდება | საქართველოს ამბები | ||
ჰოლივუდის ვარსკვლავი ენდი გარსია უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნდება. როგორც "Gruzia Online“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე მინიშნებით იტყობინება, გარსია თავის ბენდთან ერთად თბილისსა და ბათუმში კონცერტებს გამართავს. როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ ერთ-ერთი მთავარი სპონსორი კობა ნაყოფია აღნიშნავს, კონცერტების ჩატარების სურვილი გარსიამ თავად გამოთქვა. ენდი გარსიას მუსიკალური მონაცემების შესახებ ქართველებმა რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო ვახშმის ბოლოს გაიგეს, რომელიც იმავე დღეს ფილმ „აგვისტოს 5 დღს“ შემდგარ პრემიერას მიეძღვნა. მაშინ ენდი გარსიამ ვახშამზე მყოფებს ჯაზური კომპოზიცია შესთავაზა. გარსიას ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ეს შემოდგომაზე მოხდება. ამჯერად 55 წლის მსახიობი ქართველ მსმენელს კუბურ მუსიკას შესთავაზებს. შეგახსენებთ, რომ ენდი გარსია თბილისში 5 ივნისს ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერაზე იმყოფებოდა. ფილმში გარსია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2525.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 ივნ. 2011, 08:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.