ეკონომიკა: IATA მთელ მსოფლიოში ავიაკომპანიების მოგების უპრეცედენტო შემცირებას პროგნოზირებს | მსოფლიოს ამბები | ||
2011 წლის შედეგებით მსოფლიო ავიაკომპანიების მოგება 4 მლრდ დოლარამდე შემცირდებდა. ასეთ პროგნოზს იძლევა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA). ექსპერტთა აზრით, მაჩვენებლის დაცემა ნავთობსა და საწვავზე მზარდი ფასებით, იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგებით, ასევე არაბულ სამყაროში მღელვარებებით არის განპირობებული. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში IATA მოელოდა, რომ 2011 წელს ავიაკომპანიები 8.6 მლრდ დოლარამდე მოგების მიღებას შეძლებდნენ, წერს The Wall Street Journal. ამგვარად, ორგანიზაცია პროგნოზი თითქმის ორჯერ შეამცირა. მყიფე ბალანსი და სტაბილურობა საშუალებას გვაძლევს, მოგება მივიღოთ ასეთი ძლიერი რყევების დროს“, - თქვა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი ბიზინიანიმ. ასოციაციის ანალიტიკოსთა მოლოდინების თანახმად, 2011 წელს სამგზავრო ნაკადის ზრდა იქნება 4.4%, ნაცვლად ადრე პროგნოზირებადი 5.6%-ისა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, შარშან გლობალურმა ავიადარგმა დაახლოებით 18 მლრდ დოლარის მოგება მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ IATA-ს მოლოდინები გამართლდება, მსოფლიოს ავიაკომპანიების მოგების შემცირება თითქმის 80% იქნება. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2524.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ივნ. 2011, 17:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.