პოლიტიკა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის სპეცსამსახურები ტერაქტების ორგანიზაციაში დაადანაშაულა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზაციაში დაადანაშაულა, იუწყება “GHN“. როგორც დღეს, 7 ივნისს, ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო დღეებში ორ ტერაქტს გეგმავდნენ, რომლებიც სამართალდამცავებმა აღმოფხვრეს. „ყურადღება მინდა მივაქციო ორ ტერაქტს, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი გახდა ჩვენი სამართალდამცავების აქტიური ქმედებების წყალობით. ამჯერად ჩვენ საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს იმისათვის, რომ განვაცხადოთ, რომ ორივე შემთხვევა, ისევე როგორც წინა შემთხვევები, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალების საშუალებთ იგეგმებოდა“, - თქვა მანჯგალაძემ. ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნას ყველა რესურსი და რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედებისათვის. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2522.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ივნ. 2011, 17:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.