შოუ-ბიზნესი: „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერის მაყურებლები დარბაზს აცრემლებულები ტოვებდნენ | საქართველოს ამბები | ||
ჰოლივუდელი რეჟისორის რენი ჰარლინის ფილმის - „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერაზე მყოფი მაყურებლები დარბაზს აცრემლებულები ტოვებდნენ. აცრემლიანებული იყო ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნიც. როგორც ფილმის რეჟისორმა რენი ჰარლინმა კინოსეანსის დასრულებისთანავე განაცხადა, ნახვის მსვლელობაში მას ორჯერ წამოუვიდა ცრემლები და იგი ამაყობს იმით, რომ გადაიღო ფილმი საქართველოსა და ქართველების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებლის, ჰოლივუდელი მსახიობის ენდი გარსიას თქმით, დარბაზში მყოფი მაყურებლების რეაქციამ მასზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა. პრემიერის ჩვენების შემდეგ საქართველოში ჩამოსულმა ყველა სტუმარმა რუსთაველის სახელობის თეატრში გადაინაცვლა, სადაც საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. შემოსული სახსრები 2008 წლის აგვისტოში დაზარალებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევაზე იქნება მიმართული. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2521.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ივნ. 2011, 10:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.