მეცნიერება-ტექნოლოგიები: ოქსფორდსა და კემბრიჯს კონკურენტი გაუჩნდება | მსოფლიოს ამბები | ||
ლონდონში იქმნება კერძო უნივერსიტეტი, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ოქსფორდისა და კემბრიჯის კონკურენტი გახდება. ამის შესახებ 5 ივნისს The Sunday Times-მა დაწერა. ბლუმსბერში ახალი ჰუმანიტარული კოლეჯის (New College of the Humanities) შექმნისთვის მრავალმილიონიანი გრანტი კერძო სპონსორებისაგან მიიღო ფილოსოფოსმა ეი. სი. გრეილინგმა. მისი ჩანაფიქრით, ახალი სასწავლო დაწესებულება სტრუქტურის მიხედვით თავისუფალი ხელოვნების ამერიკული კოლეჯების მსგავსი იქნება. სწავლებისთვის უკვე 14 „ვარსკვლავური“ ბრიტანელი პროფესორი მოიწვიეს, წერს გაზეთი. მათ შორისაა ევოლუციური ბიოლოგი რიჩარდ დოკინზი, ფსიქოლოგი-კოგნიტივისტი სტივენ პინკერი, ისტორიკოსები დევიდ კენადაინი და ნიალ ფერგიუსონი, გენეტიკოსი სტივ ჯონსი, ყოფილი ოქსფორდელი პოეზიის პროფესორი კრისტოფერ რიქსი. სწავლის განაცხადების მიღებას ახალი კოლეჯი ივლისიდან დაიწყებს, ხოლო პირველი სამწლიანი საუნივერსიტეტო კურსი 2012 წლის შემდგომაზე დაიწყება. წელიწადში დაგეგმილია 375 სტუდენტის აყვანა; მათ ასწავლიან ინგლისურ ენათმეცნიერებას, ისტორიას, ფილოსოფიას, ეკონომიკასა და იურისპრუდენციას. სტუდენტი ერთ პროფილს ძირითადის, ხოლო ორს - დამატებითის სახით აირჩევს. ამასთან, სწავლების გადასახადი პრაქტიკულად ორჯერ გადააჭარბებს მაქსიმალურად შესაძლო ზღვარს სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებებისთვის (ცხრა ათასი ფუნტი), ხოლო პროფესორები 25 პროცენტზე მეტს მიიღებენ, ვიდრე მათი კოლეგები სხვა უნივერსიტეტებიდან. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2520.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ივნ. 2011, 10:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.